უახლესი ამბები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება

04 02 2015 | ავტორი: admin
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება
მეცნიერება
0

ხვალ, 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი  მიერ ახლადშექმნილი აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია  გაიმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, უნივერსიტეტის  ვებგვერდზე განთავსებულია 1991 წლის შემდეგ აფხაზი და ქართველი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ლექსიკონები, სახელმძღვანელოები და  განსხვავებული თვალსაზრისების შემცველი სამეცნიერო ნაშრომები ენათმეცნიერებაში, ისტორიოგრაფიაში, არქეოლოგიაში, ეთნოლოგიაში, ფოლკლორისტიკაში, ლიტერატურისმცოდნეობაში და ხელოვნებათმცოდნეობაში.

ამ ეტაპზე ელექტრონული ბიბლიოთეკა  120-ზე მეტ ნაშრომს მოიცავს.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროექტის განხორციელება ხელს უწყობს  აფხაზ და ქართველ მეცნიერთა შორის სისტემატური, კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობის განახლებას, ნდობის აღდგენას, წარმოქმნის მომავალში არაპოლიტიკური შინაარსის ახალ ერთობლივ პროექტებზე მუშაობის სურვილს და კომუნიკაციის აუცილებლობას.

პროექტი ხორციელდება  გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის  „COBERM“-ის ფინანსური მხარდაჭერით  და აფხაზი და ქართველი მეცნიერების თანამშრომლობით.

დასწრება   თავისუფალია.