ბარაკ ობამა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
უკრაინისთვის ფინანსური დახმარება კი უკვე გადაწყვეტილია. შეერთებული შტატები ქვეყანას მილიარდი დოლარით დაეხმარება. ფინანსური დახმარების ფარგლებში, ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები განხორციელდება.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ანალოგიური თანხით უკრაინას დახმარებას მომავალშიც გაუწევს. ჯონ ქერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს, თუმცა არ აპირებს რუსულ აგრესიაზე თვალის დახუჭვას.
სახელმწიფო მდივანს ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით აისახოს.