უახლესი ამბები

The New York Times: პუტინი შეეცდება მერკელსა და ოლანდს „ახალი აფხაზეთი“ შესთავაზოს

06 02 2015 | ავტორი: admin
The New York Times: პუტინი შეეცდება მერკელსა და ოლანდს „ახალი აფხაზეთი“ შესთავაზოს
გარესამყარო
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და საფრანეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შესთავაზოს „ახალი აფხაზეთის“ რუკა უკრაინასთან მიმართებაში – წერს The New York Times. როგორც გაზეთი იუწყება, დასავლელი ლიდერები თავიანთ დიპლომატიურ ძალებს აძლიერებენ, რათა უკრაინის კრიზისი დასრულდეს – კონფლიქტი, რომელმაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ვითარების გაუარესება გამოიწვია.

უფრო ადრე ცნობილი გახდა მერკელის, ოლანდისა და პოროშენკოს შეხვედრის შესახებ. შემდეგ ისიც გაირკვა, რომ კიევიდან ოლანდი და მერკელი მოსკოვში გაემზაგვრებიან და პუტინთან განიხილავენ მინსკის შეთანხმების გეგმას. გაზეთი იტყობინება, რომ მერკელისა და ოლანდის გეგმები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ევროპელ ლიდერებთან ბრიუსელში კონსულტაციებისთვის იწყებს მზადებას. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატიური გზით პრობლემის მოგვარება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ აირაღის მიწოდება სისხლისღვრის ტოლფასია. სტატიაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ აშშ არ ენდობა მოსკოვის გეგმებს უკრაინასთან მიამრთებაში და ეს უნდობლობა ყირიმის მიმართ რუსეთის პოლიტიკამ გამოიწვია.

რამდენიმე დასავლელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ პუტინს მინსკის შეთანხმების სხვა შეთანხმებით ჩანაცვლება სურს. უკრაინაზე კრემლის გავლენის გაზრდა, ეს არ არის „მშვიდობიანი გეგმა“ – გაზეთს ანონიმურ დიპლომატის ციტატა მოჰყავს. „ახლი შეთანხმება ახალი დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის გეგმა იქნება უკრაინასთან მიმართებაში“, – ამტკიცებს დიპლომატი.

მომზადებულია The New York Times-ის მასალების მიხედვით.