უახლესი ამბები

მერკელის პირველი განცხადება პუტინთან შეხვედრის შემდეგ

07 02 2015 | ავტორი: admin
მერკელის პირველი განცხადება პუტინთან შეხვედრის შემდეგ
გარესამყარო
0

ანგელა მერკელი არ მიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვლადიმერ პუტინს შეცდომებს აღიარებინებს. უფრო დიდ იმედებს ის ეკონომიკური სანქციებსა და რუსეთთან დიალოგზე ამყარებს.

21-ე საუკუნეში ევროპაში საზღვრების დარღვევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს – განაცხადა მერკელმა მიუნხენში გამართულ ფედერალური უსაფრთხოების კონფერენციაზე – ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთთან ერთად გვსურს და არა მის წინააღმდეგ გაერთიანებით.
ყოველწლიური კონფერენცია ერთ-ერთი უდიდესი სამშვიდობო დისკუსიაა, რომელზეც მსოფლიო წესრიგი გაინიხილება.
მერკელმა აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც მან კონფერენციაზე მყოფ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართა: „ჯერ კიდევ არ ვიცით, მივაღწევთ თუ არა წარმატებას, მაგრამ მოსკოვში ვიზიტი აზრიანი იყო“, – განმარტა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ყველას გააგებინა, რომ ის ისევ არ ეთანხმება ამერიკის იდეას, რაც უკრაინისთვის რაიმე სახის იარაღის მიწოდებას გულისხმობს.
ამერიკელი სენატორის კითხვაზე, აქვს თუა რა აზრი კიევისთვის რაიმე სახის იარაღის მიწოდებას, მან უპასუხა, რომ „შეუძლებელია კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა“.
პასუხმა აშკარად ვერ დაარწმუნა ყველა. ბრიტანელმა ჰკითხა, თუ რატომ თვლიდა, რომ ირაღის მიწოდების გარეშე კონფლიქტი მოგვარდებოდა.
პასუხში ჩანდა, რომ მერკელს საკმაოდ კარგად ესმის პუტინის.
„ჩემთვის შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების შემდეგ პუტინი აღიარებს „დიახ, მე დავმარცხდი ამ კონფლიქტში“ – განაცხადა მერკელმა

Gazeta.ru-ს მასალების მიხედვით