უახლესი ამბები

მერკელი ობამასთან უკრაინის კრიზისს განიხილავს

09 02 2015 | ავტორი: admin
მერკელი ობამასთან უკრაინის კრიზისს განიხილავს
გარესამყარო
0

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ვაშინგტონში ჩავიდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება.

მოლაპარაკებებზე მერკელი ობამას „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრის შედეგებს გააცნობს.
გარდა ამისა, განხილული იქნება ვაჭრობის უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები.
როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, გერმანია და აშშ უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში გარვეულწილად განსხვავდებიან. მერკელი უკაინაში იარაღის გაგზავნის წინააღმდეგია.

bbc.co.uk-ის მასალების მიხედვით