უახლესი ამბები

ობამა: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დებატები გრძელდება

10 02 2015 | ავტორი: admin
ობამა: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დებატები გრძელდება
გარესამყარო
0

ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

„თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიას არ შეწყვეტს და მინსკის მოლაპარაკებებით გათვალისწინებულ შეთანხმებებს არ შეასრულებს, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია გაუარსდება.
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესახებ დებატები გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება, უკრაინას შესაძლოა თავდაცვითი სახის იარაღი მივაწოდოთ“,- განაცხადა ბარაკ ობამამ.