აშშ-ს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მინსკში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრა დაასრულა. Tass-ის ინფორმაციით, დიპლომატ წყაროზე დაყრდნობით, ჯგუფმა შეთანხმებას მიაღწია – დონბასში საომარი მოქმედებები შეწყდება და ცეცხლის გახსნაზე მკაცრი კონტროლი დაწესდება, ასევე გადაწყდა, რომ დონეცკში ჩატარდება არჩევნები.
gazeta.ru-ს მასალების მიხედვით
ირაკლი თორია