უახლესი ამბები

ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

11 02 2015 | ავტორი: admin
ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
გარესამყარო
0

მინსკის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ობამასა და  პუტინს  შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ობამამ კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად კიევსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო,, რომ მსხვერპლი იზრდება. ობამას იმედი აქვს, რომ მინკსში გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა წარმატებული იქნება, რომ მინსკის შეთანხმების პირობების განხორციელება დაიწყოს

მან პუტინს უთხრა, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი ისარგებლოს მინსკის შეხვედრით, წინააღმდეგ შემთხვევაში  უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერა მოსკოვს ძვირი დაუჯდება.