უახლესი ამბები

მინსკში ოთხი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა გაიმართა

12 02 2015 | ავტორი: admin
მინსკში ოთხი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა გაიმართა
გარესამყარო
0

მინსკში რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები მოლაპარაკებებს მართავენ. 

სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მომავალი. მინსკში საკუთარი პირობითაა ჩასული პეტრო პოროშენკო, რომელიც დონბასში ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას აანონსებს. 

საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ცხელი წერტილიდან სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის გაყვანა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა – ეს არის მთავარი პუნქტები სამშვიდობო გეგმიდან, რომელიც ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა კონფლიქტში ჩართულებს ცალ-ცალკე გააცნეს.