უახლესი ამბები

რუსთავის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს

12 02 2015 | ავტორი: admin
რუსთავის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს
კრიმინალი
0

რუსთავის ციხის ყოფილი დირექტორისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

გიორგი ელიზბარაშვილს ბრალი გვიან ღამით წარუდგინეს. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის დღეს გამოძიებას ჩვენებას მისცემს. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები მისთვის ჯერ არ გადაუციათ. 

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორი პატიმრის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. საქმე ეხება ერთი თვის წინ პატიმრის ცემის ფაქტს, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 7 მსჯავრდებული გაუსწორდა.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ელიზბარაშვილმა პატიმართა ამ ჯგუფს თავისუფლად გადაადგილების უფლება მისცა.

დაკავებულს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.