უახლესი ამბები

ობამა კონგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმოების ნებართვას სთხოვს

12 02 2015 | ავტორი: admin
ობამა კონგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმოების ნებართვას სთხოვს
გარესამყარო
0

ბარაკ ობამა კონგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმოების ნებართვას სთხოვს.

აშშ-ის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით რაიმე სახის საომარი მოქმედებები არ იგეგმება. საუბარია მხოლოდ ერაყისა და სირიის „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ავიაიერიშების განხორციელებაზე.

შესაბამისი დოკუმენტი ბარაკ ობამამ კონგრესს უკვე გადაუგზავნა.