უახლესი ამბები

კანადაში ვალენტინობის დღეს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

15 02 2015 | ავტორი: admin
კანადაში ვალენტინობის დღეს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს
გარესამყარო
0

კანადელმა სამართალდამცველებმა ვალენტინობის დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.

დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ქალაქ ჰალიფაქსის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უმისამართოდ ცეცხლის გახსნას, შემდეგ კი თვითმკლელობას გეგმავდნენ.

დაკავებულები 19-დან 23 წლამდე ახალგაზრდები არიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ მეოთხე თანამზრახველიც ჰყავდათ, თუმცა დღეს დილით რეიდის დროს პოლიციამ ის გარდაცვლილი იპოვა.