11 მაისს, სოხუმში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჟურნალისტთა კავშირსა და თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი დე-ფაქტო აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ კაპბამ და თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ათილა სერთელმა მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთისა და თურქეთის ჟურნალისტური ორგანიზაციების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.
მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობენ მედიის კუთხით ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებასა და პარტნიორული კავშირების გაღრმავებას, აგრეთვე საერთო საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავებასა და საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნას.
ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან.
მომზადებულია Апсныпресс-ის მასალებზე დაყრდნობით Abkhazia News-სთვის