უახლესი ამბები

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ შედარა

19 02 2015 | ავტორი: admin
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ შედარა
გარესამყარო
0

დიდი ბირტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ შედარა, – წერს The Times. ფელონის თქმით, ევროპისთვის მოსკოვი ისეთვე საფრთხეს წარმოადგენს, რგორც „ისლამური სახელმწიფო“. გარდა ამისა, ფელონმა აღნიშნა, რომ კრემლი საშიშროებას წარმაოდგენს ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. გაზეთი აღნიშნავს, რომ რუსეთზე საუბრისას ფელონი ძალიან აგრესიულ ლექსიკას იყენებდა, რაც უპრეცედენტოა ბრიტანეთის მინისტრებისგან.

„მე მაშფოთებს პუტინი, მაშფოთებს მისი ზეწოლა ბალტიის ქვეყნებზე და ის, რომ ნატო-ს მოთმინებას ზომავს“, – აღნიშნა ფელონმა.

The Times-ის მასალების მიხედვით