ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეს შეასაძლოა კვალიფიკაცია შეეცვალოს. ამის შესახებ განცხადება კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატებმა გააკეთეს.
მერაბ ჩიქოვანის თქმით, ისინი აქტიურად ეცნობიან იმ გარემოებებს, რომლებიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული.
ადვოკატები საქმის მასალების გასაცნობად დღეს თბილისის პროკურატურაში მივლენ.