უახლესი ამბები

პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო გარდაიცვალა

05 01 2014 | ავტორი: admin
პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო გარდაიცვალა
სპორტი
0

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო 4 იანვრის ღამეს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. პორტუგალიის ნაკრებისა და „ბენფიკის“ ყოფილ ფორვარდს ბოლო დროს გული აწუხებდა.

ეუსებიომ კარიერა 15 წლის ასაკში „სპორტინგში“ დაიყო საიდანაც „ბენფიკაში“ გადავიდა, სადაც 15 წლის მანძილზე თამაშობდა.

ეუსებიო 11-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, ხოლო ვიცე-ჩემპიონი სამჯერ. „ბენფიკასთან“ ერთად ეუსებიომ ჩემპიონთა თასი ერთხელ მოიგო, ხოლო თასის ფინალში სულ სამჯერ გავიდა.

1966 წელს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა და 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ერთი წლით ადრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ეუსებიო 1942 წლის 25 იანვარს პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკაში, ქალაქ ლორენსუ-მარკეშში დაიბადა  (ამჟამად მაპუტუ, მოზამბიკი). მეტსახელად მას „შავ ავაზას“ უწოდებდნენ.