უახლესი ამბები

სოჭში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა

08 01 2014 | ავტორი: admin
სოჭში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა
სპორტი
0

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სოჭში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, შეიქმნა აკრძალული ზონები, სადაც უშუშროების სამსახურის სპეციალური ნებართვის გარეშე მოხვედრა შეუძლებელი იქნება.

აკრძალული ზონების საზღვრები ზუსტადაა განსაზღვრული და მისი ტერიტორიის ნაწილი ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის აფხაზეთის ტერიტორიამდე.

სოჭში შესვლაზე კონტროლს სამართალდამცავი ორგანოებისა და შინაგანი ჯარების 30 ათასზე მეტი თანამშრომელი განახორციელებს.

უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ქალაქში 21 მარტამდე იმოქმედებს.

მიმომხილველთა შეფასებით, კრემლის მიერ სოჭში მიღებული უსაფრთხოების ზომები გაცილებით მკაცრია ვიდრე, 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე იყო.

კრემლის ამ გადაწყვეტილებას გასულ თვეს ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირებენ, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა რუსულმა მედიამ ის ჩრდილო-კავკასიელ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს დაუკავშირა.