უახლესი ამბები

ხარკოვში ტერორისტულ აქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

22 02 2015 | ავტორი: admin
ხარკოვში ტერორისტულ აქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

კიევის პარალელურად, დაღუპულ გმირებს ერთიანობის მარშით პატივი მიაგეს ხარკოვშიც, თუმცა მშვიდობიანი მსვლელობა ტერაქტითა და მსხვერპლით დასრულდა. აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათი კი დაშავდა. 

ტერაქტის გამო 23 თებერვალი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„სახელმწიფო დროშები ქალაქის ყველა შენობაზე დაეშვება და გაუქმდება ყველა გასართობი ღონისძიება“, – ნათქვამია ხარკოვის საქალაქო საბჭოს განცხადებაში.