უახლესი ამბები

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მუქარის წერილები მიიღეს

23 01 2014 | ავტორი: admin
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მუქარის წერილები მიიღეს
სპორტი
0

გერმანიის და  იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა სოჭის  ოლიმპიადაზე გამგზავრებასთან დაკავშირებით,  ტერორისტული  მუქარა მიიღეს.

მუქარა  ელექტრონული ფოსტის საშუალბით მოვიდა და უკვე გადაეცა ნაციონალურ საგამოძიებო ორგანოებს. რუსეთის მხარეც, ასევე ინფორმირებულია ამ  ფაქტთან დაკავშირებით.

სოჭი კომპლექსი

გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  მუქარას ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან.  ელექტრონული გზავნილები  უფრო ადრე მიიღეს  უნგრეთისა და სლოვენიის ოლიმპიურმა კომიტეტებმაც, სადაც ნათქვამია, რომ  ააფეთქებენ სპორტსმენებს და ოლიმპიურ კომიტეტებს თუ მათი ეროვნული გუნდები  სოჭის ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.

რამდენიმე  ქვეყნის  სპეცსამსახურებმა ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

ჟიგმონდ ნაჟიმ, უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე  დღეში უცნობი პირისგან ორი შეტყობინება  მიიღო  და დახმარბისთვის უშიშროების ექსპერტებს მიმართა. „ მათ შეუძლიათ გააანალიზონ წერილის შინაარსი. ჩვენ ხომ სპორტსმენები ვართ, პროფესიულად მუქარის შეფასება არ შეგვიძლია. –  ეს წერილი  ასევე, უნგრეთის ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტსა და ანტიტერორისტულ უწყებასაც გადავუგზავნეთ. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ სოჭი 2014-ის  ორგკომიტეტმა და ჩვენმა საორგნიზაციო ოლიმპიურმა  უწყებამ ოფიციალურად განაცხადეს, რომ  მუქარა არარეალურია. ეს ადამიანი ასეთივე შეტყობინებებს სხვა ოლიმპიიური თანამეგობრობის წევრების მისამართითაც გზავნიდა“. ამასთან, როგორც იტყობინებიან, სლოვენიის ოლიმპიურ კომიტეტში შეტყობინება რუსულ ენაზე იყო დაწერილი, უნგრეთისაში – რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მუქარები და ეჭვები

განცხადება ძებნილი ქვრივის რუზანა იბრაგიმოვას შესახებ

რუზანა იბრაჰიმოვა

სოჭის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვლიდან 23 თებერვლამდე გაგრძელდება. 7-დან 16 მარტამდე კი ზამთრის პარაოლიმპიადა ჩატარდება.

იანვრის შუა რიცხვებში ერაყში მოქმედმა  რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ანსარ-ალ- სუნნამ“, ოლიმპიადის განმავლობაში  ტერაქტების მოწყობის მუქარა დაადასტურა.

2013 ზაფხულში ინტერნეტში გამოჩნდა ჩრდილოეთ კავაკასიის იატაკქვეშა ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ განზრახული აქვს ოლიმპიური თამაშების ჩაშლა.  ამერიკის წარმომადგნელთა პალატის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა მაიკ მაკკოლმა მუქარებს აბსოლუტურად რეალური უწოდა. „უმაროვმა, ფაქტიურად ოლიმპიადისადმი შეტევაზე გააკეთა მოწოდება. მე ვფიქრობ, ჩვენ ვნახავთა მისი ჩადენის მცდელობასაც“. განუცხადა  მაკკოლმა  თავის ინტერვიუში ეი-ბი-სის არხს. გარდა ამისა, ამერიკული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ თითქოს სოჭში იძებნება შაჰიდი ქალი, დაღესტნის მცხოვრები რუზანა იბრაგიმოვა, რომელიც ბოევიკის  ქვრივია.

ბლოგერების ცნობით, რუსმა პოლიციელებმა დაიწყეს 22  წლის ქალის  აღწერილობის და ფოტოს გავრცელება. თუმცა, სპეცსამსახურებმა  არც უარყვეს და არც დაადასტურეს ამერიკულ ტელეარხებზე ბი-ბი-სის ინფორმაციები. როგორც ამბობენ, ეფ-ეს- ბე ცდილობს გაარკვიოს მოკლული ბოევიკის  ქვრივის  რუზანა იბრაგიმოვას ადგილსამყოფელი, რომელსაც სპეცსამსახურები მეთვალყურეობენ, ამიტომაც დაიგზავნა მისი მონაცემები.

იბრაგიმოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში არ არის.

სოჭის  ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,  რუსეთს დახმარება შესთავაზა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერტებულმა შტატემა და ისრაელმა.

ბი-ბი-სის რუსული სამსახური

მასალა თარგმნა და სპეციალურად Abkhazia News-თვის

მოამზადა დავით ასრიაშვილმა