სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დავით კირკიტაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კირკიტაძეს ქვემო ქართლის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში, 2011-12 წლებში მომხდარ შემთხვევას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, კირკიტაძემ გუბერნიის კუთვნილი სპეცტექნიკა პირადი მიზნებისთვის, მშენებლობაზე ამუშავა.
გამოძიება აცხადებს, რომ კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ამიტომ მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.