უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის გახსნას დაესწრო

26 02 2015 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  აფხაზური კუთხის  გახსნას დაესწრო
მეცნიერება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის  გახსნას დაესწრო.

აფხაზური კუთხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიხსნა, სადაც სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა განთავსდა. აფხაზური კუთხის  გახსნა 2

აფხაზური კუთხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე,   ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, პარლამენტის წევრები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზურ კუთხეში წარმოდგენილ იქნა  ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ლექსიკონები და პირველი აფხაზურ-რუსული ლექსიკონი, რომელიც ხელახლა გამოიცა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ლექსიკონის დედანი თარიღდება მე-19 საუკუნის 20-იანი წლებით და ინახება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში, როგორც იშვიათი გამოცემა.აფხაზური კუთხის  გახსნა 3

სტუმრები დასაჩუქრდნენ  აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის ციფრული ჩანაწერებით. ასევე გაიმართა დიმიტრი ერმაკოვის ისტორიული ფოტოების გამოფენა, რომელიც საჩუქრად გადასცეს ბიბლიოთეკას ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლობებმა საქართველოში.

კუთხის გახსნა აფხაზური ენის, მწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.