უახლესი ამბები

ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ტერაქტი განხორციელდა

26 02 2015 | ავტორი: admin
ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ტერაქტი განხორციელდა
გარესამყარო
0

ავღანეთის დედაქალაქში, იმ უბანში, სადაც დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული, ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი თურქეთის საელჩოსთან აიფეთქა. 

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი თურქეთის საელჩოსთან მდგარი ავტომობილი გახდა. აფეთქების დროს ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. 

თურქეთის საელჩოს გვერდით, ირანისა და გერმანიის დიპლომატიური მისიებია განთავსებული. ინციდენტის შემდეგ, დიპლომატიურ უბანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.