უახლესი ამბები

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  მრგავლი მაგიდა თემაზე „აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“ გაიმართა

27 02 2015 | ავტორი: admin
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  მრგავლი მაგიდა თემაზე „აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“ გაიმართა
კულტურა
0
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დანერგვის მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს. გამოიკვეთა კონკრეტული შეხედულებები და წინადადებები, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიცსამთავრობო, არასამთავრობო და უნივერსიტეტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აფხაზური ენისშესწავლის საქმეში, თუნდაც აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურისმინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორითემურ გვანცელაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, წმ. ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის,  საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის წარმოამდგენლები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური განათლების სამინისტროს ძალისხმევით, სულ მალე, თბილისში, აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყება.„აფხაზეთის და ზოგადად მთელი ქართული საზოგადოებისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ეს გახლავთ აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა ჩაწერილი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა აფხაზურია. აფხაზეთის მთავრობის იურისდიქცია საქართველოში დღეს აფხაზეთის 13 სკოლაზე ვრცელდება. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ვერ შევძელით ამ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დანერგვა, რადგან არ არსებობდა არც ლიტერატურა, არც მეთოდიკა და არც პროგრამა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის ფაკულტეტი, სადაც გარკვეული რაოდენობის სტუდენტებიც გვყავს.

აფხაზური3აფხაზეთის მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ ამ საკითხისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო. მათი ორგანიზებით მოეწყო დღევანდელი წარმომადგენლობითი თავყრილობა, სადაც დავსახეთ უახლოესი სამომავლო პერსპექტივები აფხაზეთის სკოლებში აფხაზური ენის სწავლების პილოტური პროექტების განხორციელების თაობაზე. სავარაუდოდ, პირველი ექსპერიმენტი აფხაზური ენის სწავლების შემოღებაზე თბილისში აფხაზეთის ორ სკოლაზე გავრცელდება. შესაბამისი პრაქტიკული დახმარების გაწევას დაგვპირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ ძალიან სერიოზულად შევუდგეთ ამ პროგრამაზე მუშაობას. რა თქმა უნდა ყველას გვაქვს განცდა, რომ აფხაზური ენის სწავლებისა და პოპულარიზაციისთვის გაცილებით ადრე უნდა ჩაგვეყარა საფუძველი. მრავალი ხელისშემშლელი მიზეზის და გარემოების ჩამოთვლაც შეიძლება, დღემდე რატომ ვერ მოხერხდა ეს, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც ამიერიდან შესაძლებელი გახდება საქართველოში აფხაზური ენის დაცვა და მისი პოპულარიზაცია”.- აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.