27 თებერვალს, გვიან ღამით მოსკოვის ცენტრში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს.
მკვლელობა დაახლოებით შუაღამისას მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა პირმა თანმხლებ ქალთან ერთად მიმავალ ნემცოვს ზურგში ესროლა. პოლიციის განმარტებით, თავდამსხმელმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სულ მცირე ექვსი ტყვია ესროლა. თვითმხილველთა განცხადებით, მკვლელი თეთრი ფერის ავტომობილით მიიმალა.