უახლესი ამბები

ოპოზიცია და დასავლეთი ნემცოვის მკვლელობის დროულ გახსნას მოითხოვენ

28 02 2015 | ავტორი: admin
ოპოზიცია და დასავლეთი ნემცოვის მკვლელობის დროულ გახსნას მოითხოვენ
გარესამყარო
0

ნემცოვის მკვლელობამ მყისიერი რეაქცია გამოიწვია რუსეთსა და საზღვარგარეთში.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ამ სასტიკ მკვლელობას შეკვეთილის ნიშნებ აქვს და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს“.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნემცოვის მკვლელობა დაგმო.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის ფაქტს და რუსეთის მხარეს მოუწოდებს ჩაატაროს დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება. აგრეთვე უზრუნველყოს ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენების დროული დაკავება“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.