საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობას სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას, რომელმაც შეიწირა ოპოზიციონერი ლიდერის სიცოცხლე. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ, სწრაფად და ადექვატურად და ყველა დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
საგარეო უწყების სპიკერმა მიუსამძიმრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ახლობლებსა და მის ოჯახის წევრებს.