მოსკოვში ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მოკლულ ოპოზიციონერს და საზოგადო მოღვაწეს ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე 15 საათსა და 30 წუთზე დაკრძალავენ.
ცერემონიაზე არ მივლენ რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები. პუტინის ნაცვლად სამგლოვიარო რიტუალს დაესწრება პრეზიდენტის წარმომადგენელი სახელმწიფო დუმა-ში. მოსკოვში ჩავლენ პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სტუმრების ნაწილს დაკრძალვაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ. პოლონეთის სენატის სპიკერს რუსულმა მხარემ ვიზა არ მისცა. მიზეზად ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ მიღებული „შავი სია“ დასახელდა, რომელშიც კრემლმა პოლონეთის სენატის სპიკერი შეიყვანა.
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა 15 დღიან პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოთხოვნა, ცერემონიაზე მისი დაშვების შესახებ. სამგლოვიარო ცერემონიაზე ასევე არ იქნება უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია, რომელიც მკვლელობის თვითმხილველია.