„ინფორმირებული მოქალაქეები ქვეყანას აერთიანებენ“
„Abkhazia News“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდის ახალი საინფორმაციო განყოფილებაა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სიახლეების გასაცნობად www.abkhazia.gov.ge-ზე შევა, „Abkhazia News“-ის ღილაკის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საინფორმაციო განყოფილებაში გადაინაცვლოს www. news.abkhazia.gov.ge. ეს სიახლეა, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზევე მოიძიოს ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ. აქვე იხილავთ მასალებს პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სიახლეებზე, ასევე, ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს, ექსკლუზიურ ინფორმაციებს. „Abkhazia News“–ის განყოფილების მუშაობის მთავარი პრინციპებია აბსოლუტური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, მხოლოდ პირველწყაროსთან შემოწმებული ინფორმაციების გავრცელება. „Abkhazia News“ დაეყრდნობა საქართველოსა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოების საუკეთესო გამოცდილებასა და აღიარებულ სტანდარტებს.
დაგვიკავშირდით
ელ. ფოსტა: abkhazianews@abkhazia.gov.ge
„Abkhazia News“-ის ადმინისტრაცია